ჰამასმა მძევლების გათავისუფლება გადადო

26.11.23 10:51
ჰამასმა მძევლების გათავისუფლება გადადო

ჰამასმა მძევლების გათავისუფლება გადადო. ტერორისტული დაჯგუფება ისრალეს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ჰამასის სამხედრო ფრთა ამტიცებს, რომ ტყვეების გათავისუფლება თავდაპირველად სწორედ ისრაელმა გადაიფიქრა, რასაც ღაზას სექტორში სატვირთო მანქანების დაშვებაზე უარის თქმაც მოჰყვა.

ისრაელის თავდაცვის ძალები ამ საკითხის შესახებ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. ბოლო ცნობებით, ისრაელი იუწყება რომ ჰამასის ტყვეობაში 195 მძევალი რჩება.

წესით, დღეს ჰამასს 14 ისრაელელიი მძევალი უნდა გაეთავისუფლებინა, ისრაელს კი 42 პალესტინელი პატიმარი.

მსგავსი სიახლეები