ნავალნი თუ მოკვდება, ამას რუსეთისთვის სავალალო შედეგები მოჰყვება - ბაიდენი პუტინს აფრთხილებს

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, თქმით, თუკი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, მოკვდება, ამას რუსეთისთვის "სავალალო შედეგები" მოჰყვება.
ჟენევაში აშშ-რუსეთის სამიტის შემდეგ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირდაპირ ამბობს, რომ თუ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, მოკვდება, ამას რუსეთისთვის სავალალო შედეგები მოჰყვება:
"მე პუტინს ვუთხარი, რომ თუ ნავალნი ციხეში მოკვდება, შედეგები რუსეთისთვის სავალალო იქნება. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, როცა ის ამბობს, რომ ნავალნის არაფერი დაუშავდება და რითაც ნავალნის მიმართ მოპყრობას ამართლებს და ამის შედეგ ის ციხეში მოკვდება?", - თქვა ბაიდენმა.
ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის სამიტი 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს მედიამ შეახსენა, რომ სამიტი ტარდება პერიოდში, როცა რუსეთში ოპოზიციის აქტივისტების, მაგალითად, ალექსეი ნავალნის დევნა კვლავ გრძელდება.
პუტინმა პირველ ჯერზე ნავალნიზე საუბარს თავი აარიდა, შემდეგ ოპოზიციონერი მოქალაქედ მოიხსენია.
მისი თქმით, "აღნიშნულმა მოქალაქემ" იცოდა, რომ კანონს არღვევდა.