ღამით მოსკოვს დრონებით შეუტიეს - დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები

26.11.23 14:24
ღამით მოსკოვს დრონებით შეუტიეს - დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები

მოსკოვს დრონებით შეუტიეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის დედაქალაქის მერი ავრცელებს. 

სერგეი სობიანინი ამტკიცებს, რომ დრონებით შეტევა უკრაინულმა მხარემ განახორციელა. მისივე თქმით, საჰაერო თავდავცვამ 5 დრონის განადგურება მოახერხა.

მოსკოვის მერი ასევე ამბობს, რომ იერისების შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, თუმცა დაშავებულები არ არიან. 

ცნობილია ასევე, რომ ღამით ვნუკოვოსა და დომოდევოს აეროპორტები არ მუშაობდნენ. 

მოგვიანებით ასევე ცნობილი გახდა, რომ დრონების შეტევის შედეგად ტულაში საცხოვრებელი კორპუსი ნამდვილად დაზიანდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა მე-12 სართულის აივანი და ცაიმსხვრა რამენიმე ბინის ბინა. რამდენიმე ოჯახი უახლოეს საბავშვო ბაღში იქნა ევაკუირებული.

აფეტქების შედეგად არიან დაშავებულებიც. საუბარია  44 წლის მამაკაცსა და კიდევ ორ ქალზე. კაცი საკუტარ სახლში ფეხში იქნა დაჭრილი. 

მსგავსი სიახლეები