ჰამასმა 13 ისრაელელი ტყვე გაათავისუფლა

26.11.23 14:54
ჰამასმა 13 ისრაელელი ტყვე გაათავისუფლა

ჰამასმა 13 ისრაელელი ტყვე გაათავისუფლა. გათავისუფლებულია ასევე რამდენიმე უცხოელიც. ინფორმაციას ცახალი ადასტურებს.

ებრაული მედიის ცნობით, ტყვეები ჰამასმა წითელ ჯვარს გადასცა. მძევლები ეგვიპტეში უნდა ჩაიყვანონ, საიდანაც ისრაელს გადასცემენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 13 ებრაელი ტყვე და 4 უცხოელი ღაზად ეგვიპტეშ იქნა გადაყვანილი. არსებობს ვარაუდი, რომ ტყვეების უმრავლესობა კიბუცადან იქნენ გატაცებულები. რაც შეეხება გათავისუფლებულ უცხოელებს, ისინიტაილანდის მოქალაქეები არიან.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 17 ადამიანი უკვე ისრაელის ტერიტორიაზეა. 
 

მსგავსი სიახლეები