ანექსირებულ ყირიმში ძლიერი შტორმი და ქარიშხალია

27.11.23 12:16
ანექსირებულ ყირიმში ძლიერი შტორმი და ქარიშხალია

ანექსირებულ ყირიმში ძლიერი ქარიშხალი და შტორმია. ტალღების სიმაღლემ თითქმის ცხრა მეტრს მიაღწია. ძლიერმა ქარიშხალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები, დაზიანებულია გაზის მილები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ნახევარ მილიონ აბონენტს დენი არ მიეწოდება.

უამინდობაა უკრაინის სხვა ქალაქებშიც. პრეზიდენტი ზელენსკი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მსგავსი სიახლეები