ევროპაში 2023 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად Politico-მ ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელა

27.11.23 18:17
ევროპაში 2023 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად Politico-მ ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელა

ამერიკულმა გამოცემა Politico-მ  ევროპის მასშტაბით 2023 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელა.

როგორც გამოცემა წერს, ზელენსკის ქმედებები ხაზს უსვამს "რუსული რეჟიმის ბოროტმოქმედებას", რაშიც მთელი ევროპა დაარწმუნა.

ევროპა იცვლება. კონტინენტი აფასებს თავის სტრატეგიულ ურთიერთობებს, სერიოზულად ეკიდება თავდაცვას... ზოგადად, ეს არის ხელახალი წარმოდგენა იმისა, რას ნიშნავს იყო იყო ევროპელი - და ეს დიდწილად უკრაინელის დამსახურებაა. კომიკოსი გახდა პრეზიდენტი.

რაც ზელენსკიმ გააკეთა არის ის, რომ მან დაარწმუნა დანარჩენი ევროპა, რომ მისი მომავალი უკრაინასთან არის დაკავშირებული.. მისი რიტორიკა მკვეთრად ხაზს უსვამს რუსული რეჟიმის ბოროტმოქმედება", - ნათქვამია სტატიაში.