ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ზავი გახანგრძლივდა
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ზავი გახანგრძლივდა. მძევლებისა და პატიმრების გათავისუფლების პროცესი კიდევ ორი დღე გაგრძელდება. რამდენიმე საათის წინ ისარელში კიდევ 11 მძევალი დაბრუნდა. გათავისუფლებულია 33 პალესტინელიც, მათ შორის, ის ქალები და ბავშვებიც, ვინც 7 ოქტომბრიდან ისრაელის ციხეში იმყოფებოდა.
ღაზის მოსახლეობა კი საომარი მოქმედებების პაუზას იყენებს და ზამთრის მარაგების შევსებას ასწრებს. სექტორში გაეროს ჰუმანიტარული დახმარებაც შეიტანეს, თუმცა ვითარება ისევ უმძიმესია.