კირილო ბუდანოვის ცოლი მოწამლეს - მედია

28.11.23 14:08
კირილო ბუდანოვის ცოლი მოწამლეს - მედია

უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილო ბუდანოვის ცოლი, მარიანა ბუდანოვა მოწამლეს - ინფორმაციას Ukrainska Pravda წყაროებზე დაყრდნობით  ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოწამვლა დაუდგინდა ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე თანამშრომელს.

"რაც შეეხება ბუდანოვის ცოლს (მოწამვლას), ეს სიმართლეა. ის თავს ცუდად გრძნობდა, რის გამოც მას სამედიცინო ტესტები ჩაუტარდა და დადგინდა მოწამვლა". – ამბობს Ukrainsa Pravda-ს წყარო.