უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ბუდანოვის ცოლის გარდა, მოწამლულია მათი რამდენიმე თანამშრომელიც

28.11.23 19:05
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ბუდანოვის ცოლის გარდა, მოწამლულია მათი რამდენიმე თანამშრომელიც

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის ცოლი მოწამლეს. მარიანა ბუდანოვა საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის მეუღლის მძიმე ლითონებით მოწამვლა. იუსოვის თქმითვე, ბუდანოვას გარდა, მოწამლულია უკრაინის დაზვერვის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

ის თავს ცუდად გრძნობდა, რის შემდეგაც მას ანალიზი აუღეს და დადგინდა მოწამვლა", - წერს გამოცემა.

მსგავსი სიახლეები