რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს - დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის 7 წლის ბავშვი

29.11.23 10:32
რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს - დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის 7 წლის ბავშვი

სამი გარდაცვლილი და სამი მძიმედ დაშავებული - რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს. გარდაცვლილთა შორის ერთი 7 წლის ბავშვია. 

იერიშის შედეგად განადგურებულია საცხოვრებელი სახლები. სწორედ იქიდან ამოიყვანეს 2 ადამიანის ცხედარი. 

ბავშვი დაბომბვისას ავტომობილში იმყოფებოდა.