ლავროვის მიადგილე ნატოსთან შეიარაღებულ კონფლიქტს არ გამორიცხავს

29.11.23 12:18
ლავროვის მიადგილე ნატოსთან შეიარაღებულ კონფლიქტს არ გამორიცხავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი არ გამორიცხავს შეიარაღებულ კონფლიქტს რუსეთსა და ნატოს შორის. 

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანს შორის ურთიერთობები უახლოეს მომავალში აღდგენა შეუძლებელია.

არჩევანი მთლიანად ნატოს მხარეზეა. ჩვენ მზად ვართ, როგორც უკვე ვაჩვენეთ, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები ყველანაირი საშუალებით. არ მგონია, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობა ამა თუ იმ ფორმით უახლოეს მომავალში აღდგება. ეს გამორიცხულია როგორც პრინციპული, ისე პრაქტიკული მიზეზების გამო. თუ ვინმე დასავლეთში ფიქრობს, რომ ეს ურთიერთობები ჩვენ გვჭირდება და რაღაც მომენტში მოვალთ და ვითხოვთ მათ აღდგენას, მაშინ ეს არის ყველაზე მცდარი წარმოდგენა. რუსეთი ადრე მზად იყო მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ თანაბარი და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ახლა კი, იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება, ვერც კი წარმომიდგენია სიტუაცია და კონტექსტი, რომელშიც ეს შესაძლებელია", - ამბობს ლავროვის მოადგილე.