რუსეთი გეგმავს, ქვეყანაში შესვლისას უცხოელებმა "ლოიალურობის შეთანხმებას" მოაწერონ ხელი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სურს, რომ უცხოელებს ქვეყანაში შესვლის დროს "ლოიალურობის შეთანხმებაზე" ხელის მოწერა დაავალდებულონ - ამის შესახებ სახელისუფლებო გამოცემა TASS წერს.
შეთანხმების მიხედვით, უცხოელ მოქალაქეებს ეკრძალებათ რუსული პოლიტიკის "დისკრედიტაცია" და "ტრადიციული ღირებულებების" უარყოფა. ამავდროულად, მათ ეკრძალებათ კანონების მიღების ან გაუქმების წახალისება, ბუნებრივი რესურსებისადმი დაუდევრად მოპყრობა, კულტურული ფასეულობების უგულებელყოფა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მიიღებს ახალ კანონპროექტს დუმა.