ინდოეთში მაშველებმა 41 მუშა გადაარჩინეს, რომლებიც 17 დღის განმავლობაში ნანგრევებში იყვნენ მოყოლილი

29.11.23 14:21
ინდოეთში მაშველებმა 41 მუშა გადაარჩინეს, რომლებიც 17 დღის განმავლობაში ნანგრევებში იყვნენ მოყოლილი

ჰიმალაის მთებში ჩამონგრეული გვირაბის ქვეშ მოყოლილი მუშების გადარჩენის ოპერაცია, რომელიც 17 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, დასრულდა - მაშველებმა ნანგრევებიდან 41-ვე მუშა უვნებლად ამოიყვანეს.

ცნობისთვის, ინდოეთის ჩრდილოეთში მდებარე უტარახანდის შტატში, ერთ-ერთ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მშენებარე გვირაბი 12 ნოემბერს ჩამოინგრა. მათ გადარჩენას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ მუშების გარშემო გარკვეული სივრცე იყო დარჩენილი. ოპერაციის ბოლო ეტაპზე პროცესში მაშველების სპეციალური დანაყოფი ჩაერთო, რომელსაც ვიწრო სივრცეებში მუშაობა შეუძლია.