უკრაინაში მიმდინარე ომი საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება და ეს საბედისწერო რამ არის - ბერბოკი

29.11.23 16:27
უკრაინაში მიმდინარე ომი საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება და ეს საბედისწერო რამ არის - ბერბოკი

უკრაინაში მიმდინარე ომი საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

ბერბოკმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირსა და ნატოშია, რისთვისაც ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

„ახლა უკრაინის მიმართ ყურადღება საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება და ეს საბედისწერო რამ არის, ჩვენ მუშაობა იმისთვის უნდა გავაგრძელოთ, რომ უკრაინის ზამთრის დამცავი ფარი ძლიერი იყოს“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.