უნდა გაგრძელდეს თუ არა უკრაინის მხარდაჭერა - ბლინკენის თქმით, მოკავშირეებში კითხვის ნიშანი არ არსებობს

29.11.23 18:23
უნდა გაგრძელდეს თუ არა უკრაინის მხარდაჭერა - ბლინკენის თქმით, მოკავშირეებში კითხვის ნიშანი არ არსებობს

 უნდა გაგრძელდეს თუ არა უკრაინის მხარდაჭერა - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ამის შესახებ მოკავშირეებში კითხვის ნიშანი არ არსებობს. 

 ბლინკენის თქმით, უნდა გაიგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალით შეცვალოს საზღვრები.  

„უნდა გითხრათ: როცა მაგიდის ირგვლივ ყველა ჩვენს კოლეგას ვუსმენდი, ყველა ლაპარაკობდა უკრაინის ძლიერი და გრძელვადიანი მხარდაჭერის საჭიროებაზე. ზოგიერთმა დასვა კითხვა, უნდა გააგრძელონ თუ არა შეერთებულმა შტატებმა და ნატოს სხვა მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერა... პასუხი დღეს ნატოში არის ძალიან მკაფიო და ურყევი: ჩვენ უნდა და დავუჭიროთ მხარი უკრაინას. იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის აგრესიული ომი მისი სტრატეგიული დამარცხება შესაძლებელი გახდეს, ახლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ეს იყო იმ მომენტში, როდესაც კრემლმა ომი დაიწყო. ფსონები ყველასთვის ნათელია... ჩვენ უნდა გავაგზავნოთ მკაფიო გზავნილი, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალით შეცვალოს საზღვრები. ეს არის თითოეული მოკავშირის ინტერესებში და იმ ბევრი ქვეყნის ინტერესებშიც, რომლებიც არ არიან ალიანსის წევრები", - განაცხადა ბლინკენმა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის შემდეგ.