„ღაზის ჯალათი“ - ერდოღანი ნეთანიაჰუზე

„ღაზის ჯალათი“, – ასე მოიხსენია ნეთანიაჰუ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდორანის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზაში საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი სისასტიკე ჩაიდინა.
„ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება ღაზაში ჩადენილი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ომი, არც დასავლეთის ქვეყნების უმოქმედობა, გარდა ერთი-ორისა. ჩვენ ყველა შესაძლო გზით შევეცდებით, ისრაელის ადმინისტრაცია ანგარიშვალდებული გავხადოთ საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის სინდისის წინაშე“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.