ლავროვი OSCE-ს შეხვედრაზე სხვა მარშრუტით ჩაფრინდა - ვის შეშვებაზე თქვა უარი ბულგარეთმა

30.11.23 10:22
ლავროვი OSCE-ს შეხვედრაზე სხვა მარშრუტით ჩაფრინდა - ვის შეშვებაზე თქვა უარი ბულგარეთმა

ეუთოს მინისტერიალზე, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში ტარდება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი სკოპიეში საბერძნეთის საჰაერო სივრცის გავლით ჩაფრინდა.

ბულგარეთმა საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება გასცა, თუმცა როგორც კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტოები "ტასი" და "ინტერფაქსი" წერენ, სერგეი ლავროვის თვითმფრინავი განსხვავებული მარშრუტით ჩაფრინდა.

როგორც TASS-მა შეიტყო, ბულგარულმა მხარემ უარი თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თვითმფრინავის გადაფრენაზე, თუ ბორტზე რუსეთის დიპლომატიური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა იმყოფებოდა", - წერს გამოცემა.