აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა

30.11.23 10:40
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკაში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

1960-იანი წლების ბოლოდან კისინჯერი იყო აშშ-ის პრეზიდენტების, რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო 1973-1977 წლებში სახელმწიფო მდივანი. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აშშ-სა და საბჭოთა კავშირის შორის დაძაბული ურთიერთობის განმუხტვაში.