რატომ დათანხმდა ცივილიზებული სამყარო ლავროვთან ერთად ერთ სამიტზე ყოფნას - სტანოს განმარტება

30.11.23 11:39
რატომ დათანხმდა ცივილიზებული სამყარო ლავროვთან ერთად ერთ სამიტზე ყოფნას - სტანოს განმარტება

ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა ეუთოს სამიტზე ლავროვის მიწვევის გამო ბოიკოტი გამოცხადა. ამ მინისტერიალს არ ესწრება ლიეტუა, ლატვია, ესტონეთი და უკრაინა, თითოეული ამ ქვეყნისთვის მიუღებელია ომის შემოქმედ ლავროვთან ერთად ერთ შეხვედრაზე ყოფნა. 
რატომ დათანხმდა ცივილიზებული სამყარო ლავროვთან ერთად ერთ სამიტზე ყოფნას განმარტებები ამ თემაზე ევროკავშირის წარმოამდგენელმა გააკეთა .

როდესაც უმაღლეს დონეზე ფორუმებში საქმე ეხება ლავროვის მონაწილეობას, ის სანქციების ქვეშაა, რა თქმა უნდა, მაგრამ სანქციებს ყოველთვის აქვს გადახრები ან გამონაკლისები და ეს დაკავშირებულია მრავალმხრივ ფორუმებში მონაწილეობასთან, მაგალითად როგორიც არის ეუთოს ფორუმი, ამ შემთხვევაში სანქციების ქვეშ მყოფებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა და ქვეყნები, რომლებიც უერთდებიან ევროკავშოროს სანქციებს, კარგი იქნება თუ გადაწყვეტენ დაუშვან რუსეთის ფედერაციის თვითმფრინავების ფრენა მათი ტერიტორიის თავზე, მაგალითად თუ ჩრდილოეთ მაკედონიის ხელისუფლება დაუშვებს ეუთოს ფარგლებში თვითმფრინავებს, ეს არ იქნება სანქციების დარღვევა, ლავროვის ჩართულობას, რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეუთო დაუპირისპირდეს პირისპირ კრემლის რეჟიმის მის უკანონო საქმიანობას და ტყუილებს, რომელსაც ის ავრცელებს". - ამბობს პიტერ სტანო.