სროლა იერუსალიმში - გარდაიცვალა 3 და დაშავდა 7 ადამიანი

სროლა იერუსალიმში - გარდაიცვალა 3 და დაშავდა შვიდი ადამიანი.
The Times of Israel-ის ცნობით, დღეს დილით, იერუსალიმის შესასვლელთან შეიარაღებულ თავდასხმას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც გაჩერებაზე მყოფ ადამიანებს უცნობმა პირებმა მანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს.
გარდაცვლილებს შორის 24 წლის და 16 წლის გოგოები არიან.
იერუსალიმის პოლიციის ცნობით, ორი ეჭვმიტანილის განეიტრალება ადგილზევე მოხერხდა.