ბლინკენმა სკოპიე ლავროვის ჩასვლამდე დატოვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლამდე დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press ავრცელებს.
ბლინკელის თქმით, მან ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბუიარ ოსმასთან იქამდე გამართა შეხვედრა, სანამ სკოპიედან ისრაელში გაემგზავრებოდა.
პროდუქტიული საუბრები ჩემს კოლეგებთან სკოპიეში ეუთოს მინისტერიალზე დღეს. მიუხედავად რუსეთის ობსტრუქციონიზმისა, ჩვენ ვრჩებით ეუთოსა, მისი დამფუძნებელი პრინციპებისა და მიღწეული შედეგების ერთგულნი", - წერს ბლინკენი X-ზე.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთოს მინისტერიალის შეხვედრა იმართება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც დაესწრება.