ლავროვის მონაწილეობის გამო, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს სამიტს არ დაესწრება

30.11.23 13:02
ლავროვის მონაწილეობის გამო, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს სამიტს არ დაესწრება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შიმონ შინკოვსკიმ სერგეი ლავროვს ბოიკოტი გამოუცხადა და პროტესტის ნიშნას სკოპიეში ეუთოს მინისტერიალს არ დაესწრება.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ისეთ შეხვედრაზე დასწრება, რომელიც ევროპაში უსაფრთხოების დამყარებას ცდილობს, არასწორი ნაბიჯია.

ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება იმ ორგანიზაციის მაგიდასთან, რომელიც ცდილობს მშვიდობისა და უსაფრთხოების შექმნას ევროპაში", - ციტირებს დიპლომატს AFP.