იერუსალიმის შესასვლელთან, ავტობუსის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს - არის მსხვერპლი

30.11.23 14:11
იერუსალიმის შესასვლელთან, ავტობუსის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს - არის მსხვერპლი

იერუსალიმის შესასვლელთან ორმა პალესტინელმა ავტობუსის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაიჭრა.

ისრაელის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელები ადგილზე მოკლეს. როგორც ირკვევა, ისინი აღმოსავლეთ იერუსალიმიდან ჩამოვიდნენ და იმ ჯარისკაცებმა შეაჩერეს, რომლებიც იმ დროისთვის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ.

ტერორისტები შემთხვევის ადგილზე დილით მანქანით მივიდნენ, შეიარაღებულნი იყვნენ M-16-ის იარაღით", - განაცხადეს პოლიციაში.