"რუსეთი უკრაინაში ჩაფლავდა და მომავალშიც ჩაფლავდება" - გზავნილები ეუთოს სამიტიდან
რუსეთი უკრაინაში ჩაფლავდა და მომავალშიც ჩაფლავდება - ასეთია გზავნილები ეუთოს სამიტიდან, რომელიც სკოპიეში, ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ევროპის უმაღლესი წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთმა, თავისი აგრესიით საქართველოსა და უკრაინაში, დაარღვია ევროკავშირის პრინციპები და ეს არც მოლაპარაკებების საგანია და არც გადახედვის.
რუსეთი აგრძელებს სასტიკ და ძალადობრივ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთმა დაარღვია ევროკავშირის პრინციპები და ამას წლების განმავლობაში აკეთებს. საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წლიდან. ეს პრინციპები არც მოლაპარაკებების საგანია და არც გადახედვის ან ინტერპრეტაციის საგანია. რუსეთმა, რომელმაც უკრაინაში შეჭრა სწრაფი გამარჯვების მიღწევით განიზრახა, ჩაფლავდა და მომავალშიც ჩაფლავდება უკრიანასთან", - განაცხადა ფინეთის წარმომადგენელმა.
რამდენიმე საათში სიტყვით ილია დარჩიაშილი გამოვა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ისაუბრებს საქართველოს გამოწვევებზე, თუმცა არ უთქვამს, ისაუბრეს თუ არა რუსეთის მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის თამაზ გინტურის, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე.
მინისტრის ცენტრალური გზავნილების შესახებ უფრო მეტი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.