IDF-ის განცხადებით, ღაზის სექტორში ბრძოლა განახლდა, ვინაიდან „ჰამასმა“ ოპერატიული პაუზა დაარღვია
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში ბრძოლა განახლდა,
ვინაიდან „ჰამასმა“ ოპერატიული პაუზა დაარღვია.
CNN-ის ცნობით, ეს იმის გამო მოხდა, რომ პარასკევის ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღაზას სექტორიდან გამოშვებული ერთი რაკეტა ჩამოაგდო.
„ჰამასმა“ ოპერატიული პაუზა დაარღვია და, ამას გარდა, ისრაელის ტერიტორია დაბომბა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაახლა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ საბრძოლო ქმედებები,” - ნათქვამის ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.