ოკუპანტების შეტევა დონეცკისა და ხერსონის ოლქებზე - დაიღუპა 3 და დაშავდა 12 ადამიანი
უკრაინაში დილიდან განგაშის ხმა ისმის - დონეცკისა და ხერსონის ოლქების დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 3 და დაშავდა 12 ადამიანი.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთითა და სამხრეთით სიტუაცია კვლავ მძიმეა. დღის განმავლობაში, ფრონტზე თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის, 73 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ნორვეგია უკრაინას სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით, ხუთწლიანი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს.