ევროკომისიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინა ევროკავშირის თავდაცვის პროგრამებში უნდა იყოს ინტეგრირებული

ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპის თავდაცვითი ინდუსტრიის სტრატეგიამ უკრაინის სამხედრო საჭიროებები უნდა გაითვალისწინოს. ამის შესახებ მან 30 ნოემბერს ევროკავშირის თავდაცვის სააგენტოს კონფერენციაზე განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უკრაინა უნდა იყოს ინტეგრირებული ევროკავშირის თავდაცვის პროგრამებში. ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს კიევს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.
ჩვენი სტრატეგია სრულყოფილი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყოს, თუ იგი გაითვალისწინებს უკრაინის საჭიროებებს და მის სამრეწველო პოტენციალს", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ამ იდეის განხორციელებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებად, ევროკომისიის პრეზიდენტი, თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების შესახებ კონსულტაციებში უკრაინის ჩართვას მიიჩნევს.