"უფსკრული ახლა ძალიან დიდია" - ორბანის თქმით, EU-მ უკრაინასთან ჯერ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება უნდა გააფორმოს

01.12.23 14:30
"უფსკრული ახლა ძალიან დიდია" - ორბანის თქმით, EU-მ უკრაინასთან ჯერ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება უნდა გააფორმოს

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინას უნდა შესთავაზოს "პარტნიორობა", ნაცვლად იმისა, რომ დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. 

"თუ ჩვენ არ ვიცით (რა შედეგები მოჰყვება ამას), მაშინ არ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები... ასე რომ, მე წარმოვადგენ მოსაზრებას, რომ ევროკავშირმა ჯერ ხელი უნდა მოაწეროს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას უკრაინასთან. ეს (შეთანხმება) შეიძლება გაგრძელდეს 5-10 წლამდე, მოდით დავაახლოოთ ისინი, რადგან უფსკრული ახლა ძალიან დიდია. მოდით, მოგვეცით დრო ერთად ვიმუშაოთ, და როცა დავინახავთ, რომ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ, მაშინ წამოვწიოთ წევრობის საკითხი", - თქვა ორბანმა.

ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერმა დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა გადაწყვიტოს, მიიღონ თუ არა ევროკომისიის რეკომენდაცია, დაიწყონ თუ არა უკრაინასთან მოლაპარაკებების ეტაპი. 

ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უნგრეთი არ დაუჭერს მხარს კომისიის წინადადებას მისი დღევანდელი ფორმით.

მსგავსი სიახლეები