რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში მიზნების გადახედვის მიზეზებს ვერ ხედავს - ლავროვი

01.12.23 16:20
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში მიზნების გადახედვის მიზეზებს ვერ ხედავს - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეუთო-ს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში მიზნების გადახედვის მიზეზებს ვერ ხედავს.

„იქიდან გამოვდივარ, რომ ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის [უკრაინის წინააღმდეგ ომის] ხელმძღვანელობამ იცის, რა მიზნების მიღწევას ცდილობს. ამ ოპერაციაზე მუდმივ საფუძველზე კონტროლს უმაღლესი მთავარსარდალი ახორციელებს და ვერ ვხედავთ რაიმე მიზეზებს, რომელთა გამოც ჩვენი მიზნები უნდა გადაიხედოს“, - განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი სიახლეები