საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოდან რუსეთი გარიცხეს

01.12.23 18:12
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოდან რუსეთი გარიცხეს

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოდან რუსეთის ფედერაცია გარიცხეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვოლოდიმერ ზელენსკი აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ საბჭომ 2024-2025 წლის ახალი შემადგენლობა რუსეთის მონაწილეობის გარეშე აირჩია.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეამ ახლახან აირჩია IMO-ს საბჭოს ახალი შემადგენლობა 2024-2025 წლებში. რუსეთის გარეშე", - წერს ზელენსკი.