პუტინის მძიმე ღამე - რუსეთში აფეთქებების სერია განხორციელდა

პუტინის მძიმე ღამე - რუსეთის სტრატეგიული სარკინიგზო ხაზი პარალიზებულია. ბაიკალ ამურის მაგისტრალზე, რომელიც რუსეთს ჩინეთთან აკავშირებს, საწვავი დატვირთული მატარებელი აფეთქდა. საომარი მოქმედებების ზონიდან ასე შორს მოსკოვი თავდასხმას არ ელოდა, თუმცა კრემლის კოშმარი ამით არ დასრულებულა. რამდენიმე საათში კიდევ ერთი აფეთქების ხმა ე.წ, ეშმაკის ხიდზე გაისმა, სადაც ჯავშანტექნიკა და საავიაციო საწვავი გადაჰქონდათ. უკრაინამ საუკუნის სპეცოპერაცია ჩაატარა, როდესაც საზღვრიდან 7 ათასი კილომეტრის დაშორებით რუსული სარკინიგზო ხერხემალი დიდი ხნით წყობიდან გამოიყვანა.
ვრცლა ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.