ჯორჯიის შტატში მომიტინგემ ისრაელის საკონსულოს წინ თავი დაიწვა
აშშ-ის ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, მომიტინგემ ისრაელის საკონსულოს წინ თავი დაიწვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ატლანტის პოლიცია ავრცელებს.
ქალაქ ატლანტის პოლიციის ცნობით, მომიტინგე, რომელსაც თან პალესტინის დროშა ჰქონდა, კრიტიკულ მდგომარეობაშია. სიტუაციის განეიტრალების დროს საკონსულოს დაცვის თანამშრომელიც დაშავდა.