ისრაელის თქმით, "ჰამასის" ტყვეობაში 137 მძევალი რჩება

02.12.23 10:26
ისრაელის თქმით, "ჰამასის" ტყვეობაში 137 მძევალი რჩება

ისრაელის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის ამოწურვისა და საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ, "ჰამასის" ტყვეობაში 137 მძევალი რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას Times Of Israel ისრაელის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე, ელონ ლევიზე, დაყრდნობით ავრცელებს. 

ისრაელსა და ჰამასს შორის ომი განახლდა. შვიდ დღიანი სამშვიდობო ზავის დასრულების გამო, ღაზას სექტორში მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმები ისმოდა. ისრაელის მთავარი სამიზნე ჰამასის სტრატეგიული ობიექტებია. მედიის ცნობით,  კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა შეწყვეტილია. ეგვიპტის საზღვარზე არსებული, რაფაჰის გამშვები პუნტქი მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც მძიმე ბრძოლები განახლდა. სწორედ განახლებული ბრძოლების ფონზე, ისრაელის არმია იტყობინება, რომ მიაგნეს ღაზაში გატაცებულ ისრაელის მოქალაქის ცხედარს.