რუსებმა ხერსონის და დონეცკის ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანეს - დაღუპულია 2 ადამიანი

02.12.23 12:29
რუსებმა ხერსონის და დონეცკის ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანეს - დაღუპულია 2 ადამიანი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა ხერსონისა და დონეცკის ოლქი დაბომბეს - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

საჰაერო იერიშის მიტანის შედეგად, 2 ადამიანი დაუღუპა, სამი კი დაშავდა.

გასული დღის განმავლობაში მტერმა ხერსონის რეგიონი 82-ჯერ დაბომბა. ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან და დრონებიდან მან 338 ჭურვი გაისროლა," - ნათქვამია განცხადებაში.