ღაზის სექტორში რუმინეთის მოქალაქეობის მქონე მძევალი გარდაიცვალა
ღაზის სექტორში რუმინეთის მოქალაქეობის მქონე მძევალი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული გამოცემა ავრცელებს.
ისრაელის ხელისუფლებამ ისრაელისა და რუმინეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის, რომელიც ღაზის სექტორში მძევლად იყო აყვანილი, გარდაცვალების შესახებ გვაცნობა" - აცხადებს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.