"მე "ჰამასს" ტერორისტულ დაჯგუფებად არ მივიჩნევ" - ერდოღანი

02.12.23 15:54
"მე "ჰამასს" ტერორისტულ დაჯგუფებად არ მივიჩნევ" - ერდოღანი

"მე "ჰამასს" ტერორისტულ დაჯგუფებად არ მივიჩნევ" - ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯიფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.

მისი თქმით, "ისრაელის ოფიციალური პირები საკუთარი წინაპრების მკვლელებად გადაიქცნენ".

"ჩემს პოზიციას ვიცავ. რაც არ უნდა თქვან, მე ჰამასს ტერორისტულ დაჯგუფებად არ მივიჩნევ. ჰამასის გამორიცხვა და განადგურება არ არის გამოსავალი.

ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი. ჩვენ სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ გაჩუმება არ შეგვიძლია. ისრაელის ოფიციალური პირები, რომლებიც გენოციდის მსხვერპლად იყვნენ ცნობილნი, ახლა საკუთარი წინაპრების მკვლელებად გადაიქცნენ", - განაცხადა ერდოღანმა.