თანხები, რომლებიც სამხედრო მრეწველობაში იხარჯება, მსოფლიოში შიმშილთან საბრძოლველად უნდა დაიხარჯოს - რომის პაპი

02.12.23 16:08
თანხები, რომლებიც სამხედრო მრეწველობაში იხარჯება, მსოფლიოში შიმშილთან საბრძოლველად უნდა დაიხარჯოს - რომის პაპი

თანხები, რომლებიც სამხედრო მრეწველობაში იხარჯება, მსოფლიოში შიმშილთან საბრძოლველად უნდა დაიხარჯოს - ამის შესახებ განცხადება რომის პაპმა, ფრანცისკემ გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციისთვის მოამზადა.

გამოვდივარ ინიციატივით, რომ თანხებით, რომლებიც სამხედრო მიზნებისთვის და სამხედრო მრეწველობის დარგში იხარჯება, შეიქმნას მსოფლიოში შიმშილის აღმოფხვრის საერთაშორისო ფონდი და შემუშავდეს ღარიბი ქვეყნების მდგრადი განვითარების პროექტები“, - აღნიშნულია რომის პაპის განცხადებაში.