სახმელეთო ოპერაცია გრძელდება - ისრაელი ჰამასთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს

03.12.23 10:59
სახმელეთო ოპერაცია გრძელდება - ისრაელი ჰამასთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს

ისრაელი ჰამასთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. ნეთანიაჰუმ კატარის შუამდგომლობით დაწყებული პროცესიდან საკუთარი გუნდი უკან გაიწვია. ისრაელში ფიქრობენ, რომ პროცესი ჩიხში შევიდა, რის გამოც საუბრის აზრს ვეღარ ხედავენ.

ამ დასკვნამდე ომშიი მყოფი ქვეყანა მას შემდეგ მივიდა, რაც ტერორისტებმა უარი თქვეს დატყვევებული ქალების ჯგუფის გათავისუფლებაზე.  

ბრძოლა გრძელდება. დაწყებულია სახმელეთო ოპერაცია. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამშვიდობო ზავის დასრულებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში ჯარისკაცებმა ჰამასის 400-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს. პარალელურად, მედიაა წერს, რომ ბოლო საათებში ჰამასსმა თელავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

მსგავსი სიახლეები