ჩრდილოეთ პაკისტანში ავტობუსზე თავდასხმას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ჩრდილოეთ პაკისტანში ავტობუსზე თავდასხმას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტურისტულ ზონაში საზოგადოებრივ ტრანსპორტს ცეცხლი შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა გაუხსნეს. დაშავებულია 25-მდე ადამიანი. მათ გადარჩენას ექიმები ამ წუთებშიც ცდილობენ.
ნიღბიანი თავდამსხმელების ვინაობა უცნობია. მომხდარზე პასუხისმგებლობას არცერთი დაჯგუფება იღებს.