1 მოკლული და 2 დაშავებული - 26 წლის კაცი ტურისტებს ჩაქუჩით ეიფელის კოშკთან გაუსწორდა

03.12.23 12:26
1 მოკლული და 2 დაშავებული - 26 წლის კაცი ტურისტებს ჩაქუჩით ეიფელის კოშკთან გაუსწორდა

პარიზში 26 წლის მამაკაცი თავს ტურისტებს დაესხა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი.  მოკლული გერმანიის მოქალაქეა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, ისინი ჩაქუჩით არიან ნაცემი.   ინციდენტი გუშინ ღამით ეიფელის კოშკთან მოხდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ბრალდებული ფსიქიკური აშლილობის მქონე საფრანგეთის მოქალაქეა. მსგავსი თავდასხმის დაგეგმვის გამო ის 2016 წელს სასჯელსაც იხდიდა.

ფრანგული მედია წერს, რომ თავდასხმის დროს ბრალდებული "ალაჰ აქბარ"-ს ყვიროდა და ამ ფორმით აპროტესტებდა პალესტინასა და ავღანეთში მუსლიმთა მკვლელობებს.

მსგავსი სიახლეები