ჰამასს და პუტინს გამარჯვების საშუალებას არ მივცემთ - ლოიდ ოსტინი

03.12.23 14:00
ჰამასს და პუტინს გამარჯვების საშუალებას არ მივცემთ - ლოიდ ოსტინი

ჰამასს და ვლადიმერ პუტინს გამარჯვების საშუალებას არ მივცემთ - ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა რეიგანის სახელობის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

ლოიდ ოსტინის თქმით, ახლა გადამწყვეტი ათწლეულია, რომელიც არამხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს უსაფრთხო მომავალს გასაზღვრავს, ამიტომ შტატები დახმარებას უზრდის ისრაელს, მაგრამ ფოკუსირებული რჩება უკრაინაზეც, რომელიც რუსული აგრესიის პირისპირაა.

ჰამასს ან პუტინს გამარჯვების საშუალებას არ მივცემთ. ჩვენს მტრებს ჩვენი დაყოფისა და დასუსტების საშუალებას არ მივცემთ, ამიტომ მაშინ, როდესაც ისრაელის დახმარებას ვზრით, ჩვენ ფოკუსირებულები ვრჩებით უკრაინაზეც. ახლა იზოლაციის მიუხედავად, პუტინი თვლის, რომ უკრაინელებზე მეტ ხანს გაძლება შეუძლია, მაგრამ ის ცდება. პუტინი ასევე ფიქრობს, რომ ჩვენზე მეტხანს გაძლება შეუძლია, ის მიიჩნევს, რომ ჩვენი კოალიცია დაიშლება, რომ ჩვენი ნებისყოფა ჩაქრება, ხოლო ჩვენი დემოკრატია უბრალოდ, ყურადღებას გადაიტანს, მაგრამ პუტინი კიდევ ერთხელ ცდება, - განაცხადა ოსტინმა. 

მსგავსი სიახლეები