ოკუპანტების მორიგი სისასტიკე - რუსმა სამხედროებმა დონეცკში უკრაინელი ტყვეები ჩაცხრილეს

04.12.23 10:29
ოკუპანტების მორიგი სისასტიკე - რუსმა სამხედროებმა დონეცკში უკრაინელი ტყვეები ჩაცხრილეს

რუსმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონში ტყვედ ჩაბარებული უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცები მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ოფიციალური კიევი ამ ფაქტს საერთაშორისო კანონდებლობის უხეშ დარღვევად და ომის დანაშაულად აფასებს. პუტინის დანაყოფების სისასტიკის ამსახველი კადრებიც არსებობს. მასალა თავდაპირველად ტელეგრამ არხებზე გავრცელდა. ჩანაწერში ორი უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯაა ნაჩვენები.