ისრაელმა ღაზაში საომარი მოქმედებები განაახლა - სამიზნე ტერორისტების სამეთაურო შტაბებია

04.12.23 10:33
ისრაელმა ღაზაში საომარი მოქმედებები განაახლა - სამიზნე ტერორისტების სამეთაურო შტაბებია

ისრაელმა ღაზის სამხრეთში საომარი მოქმედებები განაახლა. სახმელეთო ოპერაციის გაფართოება ერთკვირიანი ზავის დასრულებისთანავე დაიწყო. ისრაელის სამიზნე ტერორისტების სამეთაურო შტაბები, მიწისქვეშა გვირაბები და იარაღის საწყობებია. სამოქალაქო პირებს უკვე სთხოვეს, დატოვონ ქალაქი ხან-იუნისი და უფრო სამხრეთისკენ გადაინაცვლონ,  სადაც ღაზის სექტორის ჩრდილოეთ რაიონებიდან გაქცეული პალესტინელებიც აფარებენ თავს.

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორი მილიონ რვაასი ათასამდე ადამიანმა დატოვა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის თითქმის 80%-ია.