აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი სომეხი ჯარისკაცების მიმართულებით გახსნეს - არის მსხვერპლი

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს სომეხი ჯარისკაცების მიმართულებით, რის შედეგადაც ერთი სომეხი ჯარისკაცი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
4 დეკემბერს, დაახლოებით 14:35 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ბარძრუნის რაიონში მდებარე სომხური ჯარისკაცების პოზიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის ჯარისკაცმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო",- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.