უკრაინის თავდაცვის მინისტრი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსტემ უმეროვი ავრცელებს.
მისი თქმით, შეხვედრის მსვლელობის დროს მათ ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობასა და ზამთრისთვის უკრაინის საჭიროებებზე ისაუბრეს.
"თავდაცვის სამინისტრო ნატოსთან შეიარაღებული ძალების თავსებადობის უზრუნველსაყოფად მუშაობს. უკრაინის ნატოში გაწევრიანება გარდაუვალია. ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხანია აირჩია ეს გზა და ახლა ჩვენ პრაქტიკულ ნაბიჯებზე ვმუშაობთ, რათა ნატოს წევრობას მივუახლოვდეთ".- წერს უმეროვი X-ზე.