არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო უკრაინის საკითხის განსახილველად დეკემბერში - ორბანი ევროკავშირს ისევ აშანტაჟებს

05.12.23 10:00
არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო უკრაინის საკითხის განსახილველად დეკემბერში - ორბანი ევროკავშირს ისევ აშანტაჟებს

პუტინის და ღარიბაშვილის საერთო მეგობარი ევროკავშირს ისევ აშანტაჟებს. რუსეთის მოკავშირე უნგრეთის პრემიერი ევროკავშირის გაფართოებას მხარს არ უჭერს და ამ მოთხოვნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს საგანგებო წერილს უგზავნის.

ორბანი ფიქრობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება ნაადრევია, დეკმებერში ჩანიშნული  სხდომა კი მისი თქმით, უნდა გადაიდოს. თუ პუტინის თანამოაზრე ამ პოზიციაზე დარჩება საფრთხე როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციასაც შეექმნება.

"მე კვლავ მჯერა, რომ ევროპული საბჭო არ არის მზად, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუკი არ შედგება კონსენსუსი ჩვენს მომავალ სტრატეგიაზე უკრაინის მიმართ. საჭიროა მომავლის გააზრება და საზრიანი მიდგომა, წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და ფინანსურ რეალობებზე დაყრდნობით. ეს დამატებით ძალისხმევას, დროსა და ყოვლისმომცველ ასახვას მოითხოვს...

მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო ამ საკითხების გადასაწყვეტად დეკემბერში, რადგან კონსენსუსის აშკარა ნაკლებობა აუცილებლად მარცხს გამოიწვევს. ევროპულმა საბჭომ თავიდან უნდა აიცილოს ეს კონტრპროდუქტიული სცენარი, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის, ერთიანობის სახელით", - წერია მიშელისთვის გაგზავნილ წერილში.

მსგავსი სიახლეები