პარიზის გარეუბანში, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა და კორპუსის კედელს შეეჯახა
პარიზის გარეუბანში, ვილჟუიფის დასახლებაში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა და კორპუსის კედელს შეეჯახა.
BBC-ის ინფორმაციით, ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ.
საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრის, განცხადებით, თვითმფრინავს პრობლემები ძრავის გაუმართაობის გამო შეექმნა.