აფეთქებები ანექსირებულ ყირიმში

05.12.23 10:13
აფეთქებები ანექსირებულ ყირიმში

აფეთქებების გამო ანექსირებული  ყირიმის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა - ქალაქ ქერჩის მახლობლად სულ მცირე 30 ავიაიერიში გამთენიისას განხორციელდა. 

აფეთქებები იყო ფეოდოსიასა და სიმფეროპოლშიც, არიან დაშავებულები და დაჭრილები. ყირიმის ხიდზე კი საფრთხის გამო დე ფაქტო ადმინისტრაციის განცხადებით ავტომობილების გადადგილება აკრძალულია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ადგილობრივი დროით დილის 7 საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით აზოვის ზღვის აკვატორიის და ყირიმის თავზე „გაანადგურეს" 22 უპილოტო საფრენი აპარატი, კიდევ 13 კი, „გზად დაიჭირეს“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ისევ იყენებს სტანდარტულ ფორმულირებას, რომ „აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა“.

მსგავსი სიახლეები