უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის ხმა პუტინის სასარგებლოდ - სალივანის მიმართვა კონგრესს

05.12.23 10:16
უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის ხმა პუტინის სასარგებლოდ - სალივანის მიმართვა კონგრესს

ჯეიკ სალივანის მიმართვა კონგრესს - ბაიდენის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში კონგრესს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს თეთრი სახლის მოთხოვნას უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ.

მისი განცხადებით ამ მოთხოვნის წინააღმდეგ ხმის მიცემა რუსეთის ფედერაციისთვის დახმარებას ნიშნავს. საუბარია უკრაინისთვის უსაფრთხოების გეგმების დასაფინანსებლად დამატებით 106 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება ბაიდენის ადმინისტრაციამ ოქტომებრში მიიღო.

„მიმაჩნია, რომ კონგრესის ნებისმიერი წევრი, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის დაფინანსებას, ხმას აძლევს შედეგს, რომელიც გაუადვილებს პუტინის გამარჯვებას. ანუ უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციის გაუმჯობესების სასარგებლოდ. ეს უბრალოდ გარდაუვალი რეალობაა. უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფის წინააღმდეგ ხმის მიცემა დააზარალებს უკრაინას და დაეხმარება რუსეთს; ეს დააზარალებს დემოკრატიას და დაეხმარება დიქტატორებს. ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ისტორიის სწორი გაკვეთილი და რომ ყველა წევრმა, „დემოკრატმა“ და „რესპუბლიკელმა“, ხმა უნდა მისცეს ამ დაფინანსებას“, - აღნიშნა სალივანმა.

მსგავსი სიახლეები