ნოვოგროდოვკაში, კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა 8 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

დონეცკის ოლქის ქალაქ ნოვოგროდოვკაში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში რვა წლის გოგონას ცხედარი იპოვეს.
ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ შევჩენკოს ინფორმაციით, ბავშვის მშობლები სავარაუდოდ ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ არიან.
ქალაქზე სარაკეტო თავდასხმა 30 ნოემბრის ღამეს მოხდა. ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.